ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1402

TDI-ს პუბლიკაციის პრეზენტაცია „რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებების კვლევა საქართველოში“

2 ოქტომბერს გაიმართა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წიგნის პრეზენტაცია „რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებების კვლევა საქართველოში“.

კვლევა ეფუძნება 33 რელიგიური გაერთიანების 70-მდე წარმომადგენელთან ჩატარებულ ინტერვიუებს.

პრობლემების ნაწილი რელიგიურ ორგანიზაციებს წლებია აწუხებს, ნაწილი კი, ბოლო პერიოდში გამოვლენილ ისლამოფობიასა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული. კვლევაში ასევე მოცემულია სახელმწიფო უწყებებისთვის შეთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები.

კვლევა მოამზადა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) პროექტის მცირე გრანტების მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” (OSGF), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.