სიახლეები
TDI
სექ/1410

TDI-ის დირექტორი ეკა ჭითანავა ქობულეთში მუსლიმებზე თავდასხმის შესახებ

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საშიშროება ქობულეთში. ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მუსლიმთა პანსიონის წინ ღორი დაკლეს, თავი კი შენობის კართან დატოვეს. ამ ფორმით ადგილობრივები, მუსლიმური სასწავლებლის გახსნას აპროტესტებენ. პასუხად ქობულეთის მუფტი და პანსიონის დირექტორი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ვანდალიზმში ადანაშაულებს და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე საუბრობს თეოლოგებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თბილისში ჩამოსვლას და რელიგიურ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გეგმავენ.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი