სიახლეები
TDI
მარ/1602

სამხრეთის კარიბჭე: TDI სოფელ ადიგენში მუსლიმთა მორიგი დევნის ფაქტს სწავლობს

სამხრეთის კარიბჭე:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სწავლობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს და არსებულ ვითარებას.

TDI-ს იურისტები სოფელ ადიგენში 1 მარტს ჩავიდნენ, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მოისმინეს მათი შეფასებები და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს დაზარალებულებს.