ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მაისი/1627

TDI-მ გენდერულ თანასწორობაზე მარნეულში ტრენინგი ჩაატარა

24-25 მაისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), ქალაქ მარნეულში, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის ჩაატარა ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე.

ტრენინგი მიზნად ისახავდა:
►გენდერული თანასწორობის ცნებების/მიდგომების გაზიარებასა და გააზრებას;
► საზოგადოებრივ სივრცეში გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული უთანასწორობის, ძალადობის ამოცნობასა და კრიტიკულ ანალიზს; 
►ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის თემების განხილვას; 
►ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის მომიხილვას;
►სხვადასხვა რელიგიურ და კულტურულ ტრადიციაში გენდერული როლების არსებული მოდელების გაცნობასა და თანასწორობის ჭრილში განხილვას.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ მარნეულის აზერბაიჯანული და ქართული სკოლების უფროსკლასელებმა, მასწავლებლებმა და ადგილობრივი მუსლიმური სასწავლებლის სტუდენტებმა. 

მონაწილეებმა ტრენინგის ფარგლებში განხილულ საკითხებზე მიიღეს თეორიული ცოდნა და შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები. 

ტრენინგს ატარებდნენ: პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ევანგელურ -ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მკვლევარი რუსუდან გოცირიძე და ფსიქოლოგი ნანა ბერეკაშვილი.

ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში, აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე თარგმანის უზრუნველყოფისთვის მადლობას ვუხდით ქამრალ ამჯანოღლისა და ემილ კურბანოვს. ასევე, ტრენინგის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ლეილა მამედოვას, მირტაგ ესედოვსა და ოქტაი ქაზუმოვს. 

პროექტი "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა", რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.

ფოტოგრაფი: Nano Saralishvili