სიახლეები
TDI
ივნ/1714

ვაკანსია პროექტის ასისტენტის პოზიციაზე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე:

2017 წლის მაისიდან, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ახორციელებს 18-თვიან პროექტს, საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა. პროექტის მიზანია რელიგიური, ეთნიკური  და რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლებისთვის  მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით, უფასო იურიდიული დახმარების/სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა ყველა ტიპის - ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეზე.

პროექტის ასისტენტის მოვალეობები:

პროექტის კოორდინატორის დახმარება პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში შინაარსობრივი და ტექნიკური კუთხით, მათ შორის, უმცირესობათა ჯგუფებთან კომუნიკაცია, ღონისძიებების დაგეგმვაში, სხვადასხვა ტიპის განცხადებების, ანგარიშებისა და დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა, მედიასთან კომუნიკაცია, ორგანიზაციის აქტივობების სოციალური მედიით პოპულარიზება, ასევე ორგანიზაციის საოფისე/ადმინისტრაციულ მუშაობაში მონაწილეობა.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

თვიური ხელფასი: 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ადამიანის უფლებების მიმართულებით, ჩაითვლება უპირატესობად)
  • მინიმუმ ერთწლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნაც)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები მისამართზე:  tdigeorgia@gmail.com

  • რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც).
  • სამოტივაციო წერილი

დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ:ვაკანსია პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, TDI არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას (გასაუბრება ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე).

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2017 წლის 25 ივნისი.