ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI აცხადებს კონკურსს სტაჟიორის პოზიციაზე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს კონკურსს სტაჟიორის პოზიციაზე.

ხანგრძლივობა: 3 თვე (ანაზღაურების გარეშე)
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკით)

ძირითადი ფუნქციები:

  • სამართლებრივი დოკუმენტების მოძიებაში, მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
  • ორგანიზაციის კვლევების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;
  • ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დამუშავება და განთავსება;
  • განცხადებებისა და სხვა მასალების ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა;
  • ორგანიზაციის ადმინისტრაციულ საქმეებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ადამიანის უფლებების თეორიული ცოდნა; 
  • სასურველია ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის პროქტიკული გამოცდილება;
  • უმცირესობების საკითხების მიმართ მგრძნობელობა და ტოლერანტული დამოკიდებულება;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სააპლიკაციო დოკუმენტები: 

  • რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია);
  • სამოტივაციო წერილი.

დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ მისამართზე:  tdigeorgia@gmail.com

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2016 წლის 10 მაისი. 

საბუთების გამოგზავნისას, ელ. ფოსტის საგნის გრაფაში გთხოვთ, მიუთითოთ: სტაჟირება.

აპლიკაციების განხილვის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან მოეწყობა გასაუბრება.

 

 

აპრ/1626