TDI-ის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს

 რამდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდა კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც აღმაშენებლის გამზირზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აჩერებენ და ავიწროებენ. ისინი თავს “საქართველოს დარაჯებს” უწოდებენ. უკანონოდ სთხოვენ მოქალაქეებს საბუთებს, არიან აგრესიულები, ნების საწინააღმდეგოდ ახდენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეყოვნებას.

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელების ან/და სხვა ჯგუფების მიმართ სიძულვილით მოტივირებული ჯგუფები უკანასკნელი წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს.

მივესალმებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყებას “საქართველოს დარაჯების საქმეზე”.  ამასთან ერთად, აღვნიშნავთ, რომ არც საგამოძიებო და არც სასამართლო განხილვის ეტაპზე არ უნდა იყოს უგულებელყოფილი ქმედების მოტივი. გამოქყვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაული ჩადენილია რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით და წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მყისიერი რეაგირება მოახდინოს სიძულვილით მოტივირებულ ჩადენილ ქმედებებზე, რომლებსაც გააჩნიათ დანაშაულის ნიშნები.  ყოველგვარი უმოქმედობა წაახალისებს ექსტრემისტულ ჯგუფებს რელიგიური/ეთნიკური/რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულისკენ. 

სექ/1814