ვაკანსია: პროექტის ასისტენტი

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე:

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში,  2016 წლის იანვრიდან, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განახორციელებს 14 თვიან პროექტს, საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა.

პროექტის მიზანია რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების უფლებების ადვოკატირება და იგი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: უმცირესობათა ჯგუფებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა და  გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებში.

პროექტის ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:

პროექტის კოორდინატორის დახმარება პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში, მათ შორის უმცირესობათა ჯგუფებთან კომუნიკაცია, ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა, სხვადასხვა ტიპის განცხადებებისა და დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა და სხვ.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

თვიური ხელფასი: 650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ადამიანის უფლებების მიმართულებით, ჩაითვლება უპირატესობად)
  • მინიმუმ ერთწლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნაც)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები მისამართზე:  tdigeorgia@gmail.com

  • რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც).
  • სამოტივაციო წერილი

დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ:ვაკანსია პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, TDI არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2016 წლის 3 იანვარი

დეკ/1525