საკონკურსო ნამუშევარი: როგორ დავძლიოთ რასიზმი?

ქიანა შეიჯუნი, ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის" მეათე კლასის მოსწავლეა. მისმა ნამუშევარმა "როგორ დავძლიოთ რასიზმი?" TDI-ის მიერ ჩატარებულ კონკურში გაიმარჯვა. 

 

როგორ დავძლიოთ რასიზმი

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა ადამიანები ტოლერანტობასა და თანასწორობის მიღწევას ცდილობენ. თუმცა, უსამართლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი ხშირად ვხდებით. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც თავს გამორჩეულად და სხვაზე აღმატებულად თვლის. რასიზმი შეუწყნარებლობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა.

რა იწვევს ტოლერანტობის არქონას?

„სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ სანამ მშობელი არ ასწავლის ბავშვს, რომ არ იყოს რასისტი, ის მანამდე ასეთად დარჩება“ - ამბობს ჯენიფერ რიჩერსონი, იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი. ეს ნიშნავს, რომ სოციალიზაციის პროცესში ადამიანი ახალ უნარ-ჩვევებს სწალობს, მათ შორის შემწყნარებლობასაც. თუ ვინმე რასისტია, ის ამ მიდგომას შთამომავლობასაც გადასცემს, რადგან თავადაც ასე იყო აღზრდილი.

ხშირად რასისტული დამოკიდებულებები სტერეოტიპებიდან მომდინარეობს. მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ გერმანელები ძალიან უხეშები არიან, ან მუსლიმები ტერორისტები, ან თუნდაც ფრანგ ხალხზე - პატრიოტები და კიდევ ბევრი სხვა. როცა ასეთი ფრაზები ბავშვობიდან გესმის, იჯერებ და გგონია, რომ მართლაც ასეა. მაგრამ თუ დაფიქრდები ან მოიძებ ინფორმაციას, მიხვდები, რომ შეიძლება ისინი მცდარი იყოს. უფრო მეტიც, აბსურდული, რადგან სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება.  უბრალოდ ხალხმა თქვა დიდი ხნის წინ, საკუთარი კონკრეტული გამოცდილებების საფუძველზე, შემდეგ კი ადამიანთა ფართო ჯგუფზე განაზოგადა.

რას ნიშნავს იყო განსჯის საგანი?

მე ირანელი ვარ.  9 წლის ვიყავი, როცა საქართველოში გადმოვსახლდი ოჯახთან ერთად. როცა პატარა ვიყავი, არ ვუფიქრდებოდი მსგავს პრობლემებს, მაგრამ ახლა როცა წამოვიზარდე და ქართულ სკოლაში შევედი, მივხვდი რას ნიშნავს რასიზმი, კულტურული სტერეოტიპები და ზოგჯერ ეგზოტიზაციაც.  მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი კლასელები ძალიან კეთილად მექცეოდნენ. თუმცა რასიზმი მხოლოდ დარტყმას, ძალადობას ან შეურაცხყოფას არ გულისხმობს. ხანდახან რასიზმი ერთი შემოხედვაა, რომელიც თავს განსხვავებულად გაგრძნობინებს.

მნიშვნელოვანია მედიის როლიც. სწორედ მედიის გაშუქების გამო ისე მიყურებდნენ თითქოს ცუდი ან საშიში ვყოფილიყავი. მეკითხებოდნენ რატომ არ ვატარებდი ჩადრს ან რატომ ჩამოვედი საქართველოში, ამბობდნენ რომ მუსლიმები რადიკალისტები და ექსტრემისტები არიან. ამის გამო, თავს არასრულფასოვნად ვთვლიდი და სკოლა შევიცვალე. გადავედი საერთაშორისო სკოლაში, სადაც მე განსხვავებას ვეღარ ვამჩნევდი, რადგან  ყველა ჩემნაირად სხვადასხვა ეროვნების იყო. თავიდან მეც სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მოვექეცი - მეგონა ჩემი რუსი კლასელები უხეშები იქნებოდნენ, მათ კი საკუთარ თავში ჩაკეტილი ვეგონე. შემდეგ, როცა ერთმანეთი გავიცანით, ამაზე დიდხანს ვიცინოდით. დროთა განმავლობაში ჩვენ ვისწავლეთ, რომ ერთმანეთის კულტურას და აზრს პატივი უნდა ვცეთ.

მაგრამ ყოველთვის ვერ დაუმტკიცებ სხვებს, რომ ისეთი არა ხარ, როგორადაც წარმოგიდგენენ. მაგალითად, როცა შენს მშობლიურ ენაზე საუბრობ ავტობუსში და ყველა გაშტერდება, თითქოს უცხოპლანეტელი ხარ. იყო შემთვევა, როცა ლაპარაკასის ჩემი ეროვნების ხსენების შემდეგ მოსაუბრეს სახიდან ღიმილი გაუქრა და წავიდა. ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა გიწევს, როდესაც უცხო მიწაზე იწყებ ცხოვრებას.

შევაჯამებდი და ვიტყოდი, რომ ძალიან რთულია მუდმივად განსჯის ან დისკრიმინაციის ობიექტი იყო. ჩემი აზრით, რასიზმი გაუნათლებლობის ბრალია, რაც სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში კვლავ დიდ პრობლემად რჩება ყველა ქვეყანაში. მაგრამ თუ ჩვენ, ყველა ერთად შევეცდებით ამ პრობლემის გადაჭრას, თანასწორობის დაცვასაც შევძლებთ.