ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

დასრულებული პროექტები

  • დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში

პროექტის ფარგლებში გამოიცა კვლევა "სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი.", ტოლერანტობის საკითხებზე ჩატარდა საჯარო ლექციები საქართველოს ექვსი ქალაქის (თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე)  ექვს უნივერსიტეტში. 

დონორი ორგანიზაცია: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

განხორციელების ვადები: 1 ოქტომბერი, 2016 - 30 მაისი, 2017

პროექტის ბიუჯეტი:  29,481 USD

 

  • საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა

2016 წლის იანვრიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ, TDI ახორციელებდა 14-თვიან პროექტს, საქართველოში რელიგიურიეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა.

პროექტში TDI-ის პარტნიორები იყვნენ: "ქართველ მუსლიმთა კავშირი", ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასთან არსებული ჰუმანიტარული ასოციაცია  ”ბეთელი”  და ორგანიზაცია "რელიგიები მშვიდობისთვის."

პროექტის მიზნები: რელიგიის თავისუფლების დაცვა, პირებისთვის, რომლებიც განიცდიან რელიგიური, ეთნიკური და/ან რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დისკრიმინაციულ საფუძველზე მათი უფლებების დარღვევის აღმოფხვრა და, უფასოდ, ყველა ტიპის (სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის) საქმეზე, სრული სამართლებრივი დახმარება; ეროვნული (საკონსტიტუციო სასამართლო) და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) გამოყენებით სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა. 

განხორციელების ვადები: 1 იანვარი, 2016 - 28 თებერვალი, 2017

პროექტის ბიუჯეტი: 77,996 USD

 

  • ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში

2014 წლის ივნისიდან ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებდნენ ორწლიან კოალიციურ პროექტს „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტი დაფინანსდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

განხორციელების ვადები: 1 ივნისი, 2014 - 30 მაისი, 2016

პროექტის ბიუჯეტი: (TDI-ის კომპონენტი) - 90,000 ევრო

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  ახორციელებდა პროექტს „ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა განათლების სისტემის მეშვეობით“. 

 

  • რელიგიური უმცირესობების საჭიროებების კვლევა საქართველოში

კვლევა მოამზადა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროექტის მცირე გრანტების მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. 

განხორციელების ვადები: 15 სექტემბერი, 2013 - 30 აგვისტრო, 2014

ბიუჯეტი: 10,000 აშშ დოლარი

კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში რელიგიური გაერთიანებების საჭიროებების, მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზი. კვლევა ეფუძნება 33 რელიგიური გაერთიანების 70-მდე წარმომადგენელთან ჩატარებულ ინტერვიუებს. პრობლემების ნაწილი რელიგიურ ორგანიზაციებს წლებია აწუხებს, ნაწილი კი, ბოლო პერიოდში გამოვლენილ ისლამოფობიასა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის მკვეთრ ზრდასთან  არის დაკავშირებული. კვლევაში ასევე მოცემულია სახელმწიფო უწყებებისთვის შეთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები.

 

  • რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევა საქართველოში 

კვლევა მოამზადა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო  პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო  საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

განხორციელების ვადები: 1 იანვარი, 2014 - 30 ივნისი,2014

ბიუჯეტი: 14,965 აშშ დოლარი

კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში რელიგიური დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფოს პრაქტიკის ანალიზი; ასევე, სეკულარობის პრინციპებთან მიმართებით პოლიტიკოსების რიტორიკის შეფასება.

კვლევის ფარგლებში ჩაიწერა და დამუშავდა ინტერვიუები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან, გაანალიზდა საკანონმდებლო აქტები; საჯარო ინფორმაცია სასამართლოებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მთავარი პროკურატურიდან, საქართველოს მთავრობიდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან. 

 

  • ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთობლივი პროექტი

კვლევა მომზადდა ვოლუნტარულ საწყისებზე, ორგანიზაციების რესურსებით.

განხორციელების ვადები: 20 იანვარი, 2014 - 30 აგვისტო, 2014

კვლევაში შესწავლილია 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში (იანვარი-აპრილი) სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, გადაცემული ფინანსური რესურსების, უძრავი და მოძრავი ქონების მასშტაბი და მიზნობრიობა; ასევე ის ცვლილება, რაც დაფინანსების პოლიტიკამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განიცადა.

კვლევის ძირითადი ნაწილი ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტის, 5 თვითმმართველი ქალაქის მერიებისა და თბილისის 10 რაიონული გამგეობისგან საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილ დოკუმენტებს. 

 

  • საქართველოში მიგრანტების და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება COVID-19-ის დროს 

დონორი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 

განხორციელების ვადები: ივლისი 2020 - დეკემბერი 2020 

პროექტის ბიუჯეტი: $9,335 

 

  • მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა

პროექტის მიზნები: ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლების, რელიგიური, ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. პროექტის ფარგლებში, პლატფორმისთვის „მრავალფეროვნების სახეები“ მზადდება მდიდარი მულტიმედია მასალა, სადაც წარმოდგენილი არიან სხვადასხვა კულტურის, ეთნოსის, რელიგიის ადამიანები, სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან. პლატფორმა მოიცავს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანთლებლო ვიდეოებს, სტატიებს, დისკუსიებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნულ თემებზე დისკუსიის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა.

განხორციელების ვადები: იანვარი 2017 - დეკემბერი 2019

დონორი: USAID / PROLoG

პროექტის ბიუჯეტი: $67,118

 

  • მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა

პროექტის მიზნები: ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლების, რელიგიური, ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. პროექტის ფარგლებში, პლატფორმისთვის „მრავალფეროვნების სახეები“ მზადდება მდიდარი მულტიმედია მასალა, სადაც წარმოდგენილი არიან სხვადასხვა კულტურის, ეთნოსის, რელიგიის ადამიანები, სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან. პლატფორმა მოიცავს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანთლებლო ვიდეოებს, სტატიებს, დისკუსიებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნულ თემებზე დისკუსიის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა.

განხორციელების ვადები: თებერვალი 2020 - დეკემბერი 2020

დონორი: USAID / PROLoG

პროექტის ბიუჯეტი: $29,236

 

  • საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა

2017 წლის მაისიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ, TDI ახორციელებს პროექტს საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა.

პროექტის მიზნებია: რელიგიის თავისუფლების დაცვა, პირებისთვის, რომლებიც განიცდიან რელიგიური, ეთნიკური და/ან რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დისკრიმინაციულ საფუძველზე მათი უფლებების დარღვევის აღმოფხვრა და, უფასოდ, ყველა ტიპის (სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის) საქმეზე, სრული სამართლებრივი დახმარება; ეროვნული (საკონსტიტუციო სასამართლო) და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) გამოყენებით სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა. 

განხორციელების ვადები:  22 მაისი, 2017 - 31 მარტი, 2020

პროექტის ბიუჯეტი: 132,388 აშშ დოლარი

 

 

  • მცირე გრანტი, რომელიც მიმდინარეობს "მე ვირჩევ თანასწორობის" მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს პროექტის, "დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" ფარგლებში. 

დონორი: ევროპის საბჭო 

განხორციელების ვადები: სექტემბერი, 2019 - ივნისი, 2020 

პროექტის ბიუჯეტი: 8, 285 ევრო

 

  • რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში

2018 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აგვისტომდე, TDI-მ განახორციელა სამწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს საჯარო სკოლებში რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობას. პროექტის აქტივობები მოიცავდა 150 მასწავლებლის და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლის ტრენინგს, საჯარო სკოლის სახელმძღვანელოების რევიზიას (სახელმძღვანელოები კლასებისთვის: 7, 8, 9) და რეკომენდაციების მომზადებას ავტორებისა და გამომცემლობებისთვის. პროექტის ფარგლებში მომზადდა არაერთი სასწავლო სახელმძღვანელო და დამხმარე მასალა სკოლის მასწავლებლებისთვის, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის, გამომცემლობებისთვის, მკვლევარებისთვის და მედიისთვის. 

დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში 

განხორციელების ვადები: სექტემბერი, 2018 - ივლისი, 2021 

პროექტის ბიუჯეტი: 456,110 ლარი