TDI მოუწოდებს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის კანონპროექტს

როგორც საქართველოს პარლამენტის ბიუროს 21 მაისის სხდომის დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი, სწორედ დღეს განიხილავს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ტყის კოდექსაა და სხვა დაკავშირებულ კანონებში ცვლილებების საბოლოო დამტკიცების საკითხს. 

პარლამენტის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, ცვლილებები შევა ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომლითაც შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტყეები საკუთრების უფლებით გადაეცეს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ პროექტს!

საპატრიარქოსთვის მინიჭებული ახალი პრივილეგიებით, კიდევ ერთხელ უხეშად დაირღვევა თანასწორუფლებიანობისა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპები. 

იხილეთ ვრცლად - 

TDI-ს 19 მაისის განცხადება

TDI-ს 14 აპრილის განცხადება

TDI-ს 14 თებერვლის განცხადება

პარლამენტის ბიუროს სხდომის 21 მაისის ანონსი