TDI დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ყურადღებით ადევნებს თვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების გარშემო შექმნილ ვითარებას და საპატრიარქოს მესვეურთა მხრიდან გამოთქმულ მძიმე ურთიერთბრალდებებს.

მიგვაჩნია, რომ დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, სამართლდამცველმა ორგანოებმა საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საპროცესო ღონისძიებების შესახებ, ხოლო დაცვის მხარეს მოეხსნას ბრალდების მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვები ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, სურვილის შემთხვევში, სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ დაკავებულ გიორგი მამალაძეს.

თებ/1717