ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI: კონკურსი ახალგაზრდებისთვის “მრავალფეროვნების სახეები”

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იწვევს უფროსკლასელებს და სტუდენტებს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მულტიმედია კონკურსში “მრავალფეროვნების სახეები” მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ბლოგი, სტატია) და/ან მულტიმედიური ნამუშევრები (ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი) საკუთარი თემის/ქალაქის/რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს: 

  • კულტურული, რელიგიური და/ან ეთნიკური მრავალფეროვნების დადებითი კუთხით ასახვა და  გააზრება;

  • რელიგიური/ეთნიკური/უმცირესობებისა და უცხოელების/მიგრანტების წინაშე არსებული პრობლემები (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაცია, ჩაგვრა, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, ინტეგრაციის ნაკლებობა, გაუცხოება, სტერეოტიპები).

  • COVID 19 პანდემიის დროს შეცვლილი რეალობა და მისგან გამოწვეული სირთულეები განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის 

კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ლეპტოპებით.

საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ისა და “მრავალფეროვნების სახეების” Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/images.of.diversity

ამ თემებზე TDI-ის მიერ მომზადებულ მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ “მრავალფეროვნების სახეების” გვერდზე. Facebook: https://www.facebook.com/images.of.diversity

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი.

გთხოვთ, ნამუშვრები მოგვაწოდოთ ელფოსტაზე: tdigeorgia@gmail.com, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: კონკურსი “მრავალფეროვნების სახეები“

თითო მონაწილისგან მიიღება თითო ნამუშევარი (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით: ტექსტი, ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი)

 

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს ელფოსტაზე tdigeorgia@gmail.com ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/images.of.diversity.

 

დეკ/2002