დასრულებული პროექტები
დასრულებული პროექტები:
პროეტის დასახელება: იურიდიული მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფებისთვის
დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში
თარიღი: 11 აპრილი, 2025 - 31 ოქტომბერი, 2025
ბიუჯეტი: 68,554.9 ლარი
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს რელიგიურ-ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვას, მათი უფლებების დარღვევების დოკუმენტირებას, სამართლებრივ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებას.
პროეტის დასახელება: მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მათი მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა
დონორი: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
თარიღი: 14 აპრილი, 2025 - 31 აგვისტო, 2025
ბიუჯეტი: 29,991.00 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს რელიგიურ-ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვას, მათი უფლებების დარღვევების დოკუმენტირებას, სამართლებრივ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებას.
პროექტის დასახელება: რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში
დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
თარიღი: 16 აპრილი, 2025 - 16 ივლისი, 2025
ბიუჯეტი: 14,994 აშშ დოლარი
პროეტის მიზანი: ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის (განსაკუთრებით სტუდენტები); მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის დასახელება: გაეროსა და ევროკავშირის პროგრამა ადამიანის იფლებები ყველასთვის - (III ფაზა)
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში
თარიღი: 1 მარტი, 2025 - 31 მაისი, 2025
ბიუჯეტი: 25,022.50 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვა; დაუცველი ჯგუფებისთვის იურიდიული მხარდაჭერა.
პროექტის დასახელება: EWMI CSEP სწრაფი რეაგირების გრანტი
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით
თარიღი: 23 აგვისტო, 2024 - 30 სექტემბერი, 2024
ბიუჯეტი: 2,951 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: პოტენციური საფრთხეების შემცირება ფიზიკურ გარემოში, ორგანიზაციის უსაფრთხოების გაძლიერება; აგრეთვე, პერსონალური ინფრომაციის დაცვა.
პროექტის დასახელება: ინსტიტუციური მედეგობის და უსაფრთხოების გაძლიერება
დონორი: ტრანსატლანტიკური ფონდი (TF), შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდის Black Sea Trust რეგიონული თანამშრომლობის პროგრამასთან თანამშრომლობით (BST). გრანტი წარმოადგენს “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაძლიერების” პროგრამის ნაწილს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
თარიღი: 20 აგვისტო 2024 - 20 დეკემბერი 2024
ბიუჯეტი: 9,979 ევრო
პროექტის დასახელება: რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოში
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) / USAID
თარიღი: 15 ივლისი, 2024 - 14 მაისი, 2026 (აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგარეო დახმარების შეჩერების შემდეგ, პროექტი შეწყდა 2025 წლის 24 იანვარში).
ბიუჯეტი: 93, 365 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: საქართველოში რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა სტრატეგიული სამართალწარმოების, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების ინიციატივების საშუალებით.
პროექტის დასახელება: TDI-ის ინსტიტუციური გაძლიერება
დონორი: ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის (EED)
თარიღი: 1 ივლისი, 2024 - 31 დეკემბერი, 2024 (პროექტი გახანგრძლივდა 2025 წლის 31 მარტამდე).
ბიუჯეტი: 30.000 ევრო
პროექტის მიზანი: რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების უფლებების დაცვისა და სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა. TDI-ის ინსტიტუციური მხარდაჭერა.
პროექტის დასახელება: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება საქართველოში
დონორი: ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი
თარიღი: 11 მარტი, 2024 - 11 სექტემბერი, 2024 (პროექტი გახანგრძლივდა 2025 წლის მარტამდე)
ბიუჯეტი: 11,994 ევრო
პროექტის მიზანი: რელიგიის და რწმენის თავისუფლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება საქართველოში. აკადემიური დისკუსიების ორგანიზება და უფლების დარღვევის საკითხებზე სტატიების მომზადება.
პროექტის დასახელება: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ განათლების ხელშეწყობა საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრი
თარიღი: 1 იანვარი, 2024 - 31 დეკემბერი, 2024
ბიუჯეტი: 20,050 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: რელიგიის და რწმენის თავისუფლების შესახებ ცნობიერების ამაღლება საჯარო მოხელეების, ადამიანის უფლებების დამცველების, მედიისა და სხვადასხვა პროფესიული წრეებისთვის.
პროექტის დასახელება: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ განათლების ხელშეწყობა
დონორი: ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრი/ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
თარიღი: 1 სექტემბერი, 2023 - 31 დეკემბერი, 2023
ბიუჯეტი: 220,000 ნორვეგიული კრონი
პროექტის მიზანი: რელიგიის და რწმენის თავისუფლების შესახებ ცნობიერების ამაღლება საჯარო მოხელეების, ადამიანის უფლებების დამცველების, მედიისა და სხვადასხვა პროფესიული წრეებისთვის.
პროექტის დასახელება: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა
დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში
თარიღი: 20 ნოემბერი, 2023 - 19 ნოემბერი, 2024 (პროექტი გახანგრძლივდა 2025 წლის 31 მარტამდე).
ბიუჯეტი: 200,000 ლარი
პროექტის მიზანი: პროექტი უზრუნველყოფს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ მულტიდისციპლინური, აკადემიური ცოდნის შექმნასა და პოპულარიზაციას.
პროექტის დასახელება: მრავალფეროვნების სახეები: ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა საქართველოში - ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია (LEAD) პროექტის ქვეპროექტი, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა, ნორვეგიის საელჩოს დაფინანსებით
თარიღი: 7 ივნისი, 2023 - 30 ივნისი, 2024 (პროექტი გახანგრძლივდა 2024 წლის 31 აგვისტომდე).
ბიუჯეტი: 107,420 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების, ინკლუზიისა შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში.
პროექტის დასახელება: საერთაშორისო-სასერტიფიკატო კურსი “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის”
დონორი: ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრი/ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
თარიღი: 1 იანვარი, 2024 - 31 დეკემბერი, 2024
ბიუჯეტი: 216,000 ნორვეგიული კრონი
პროექტის მიზანი: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის, სადაც ყველას აზრსა და რწმენას პატივს სცემენ. სასწავლო კურსი “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის” შედგება ხუთი ონლაინ მოდულისა და ორდღიანი დასკვნითი სემინარისგან, რომლებიც ტარდება ფიზიკურ სივრცეში. კურსის განმავლობაში განვიხილავთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების თეორიულ საფუძვლებს, საერთაშორისო სტანდარატებს, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპსა და მოდელებს, საქართველოს ისტორიულ კონტექსტს და რელიგიური მრავალფეროვნების ისტორიას, კანონმდებლობას, სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკას, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართებას სხვა უფლებებთან, ტოლერანტობის მაგალითებს სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციაში. სემინარებს უძღვებიან TDI-ს, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი ექსპერტები. კურსი მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის მიერ და მისი გავლა უფასოა მონაწილეებისთვის.
პროექტის დასახელება: TDI-ს ინსტიტუციური განვითარება
დონორი: ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის (EED)
თარიღი: მარტი, 2023 - თებერვალი, 2024
ბიუჯეტი: 38,364 ევრო
პროექტის მიზანი: პროექტი მხარს უჭერს TDI-ის ინსტიტუციურ განვითარებას
პროექტის დასახელება: ერთიანობა მრავალფეროვნებაშია
დონორი: აშშ განვიათარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
თარიღი: 1 ოქტომბერი, 2022 - 31 დეკემბერი, 2026 (2025 წლის იანვარში პროექტი შეწყდა, USAID პროგრამების შეჩერების გამო)
ბიუჯეტი: 279,149 აშშ დოლარი (5 წელი)
პროექტის მიზანი: „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამაში TDI ახორციელებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ადვოკატირებას, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისთვის სამართლებრივ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწაროებას, უზრუნველყოფს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის ტრენინგებს (DEI) კერძო და საჯარო სექტორისთვის.
პროექტის დასახელება: ეთნიკური უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების ხელშეწყობა მედიაში
დონორი: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო)
თარიღი: სექტემბერი, 2022 - აგვისტო, 2023
ბიუჯეტი: 44, 648 ევრო
პროექტის მიზანი: ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მხარდაჭერა ეროვნული უმცირესობების, უმცირესობათა უფლებების შესახებ მედია პროდუქტების მომზადებითა და დეზინფორმაციის გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლებით. ეროვნული მედია ორგანიზაციების მგრძნობელობის გაზრდა უმცირესობათა თემების შესახებ; უმცირესობათა თემების ინკლუზიური და ეთიკური გაშუქების მხარდაჭერა.
პროექტის დასახელება: რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით
თარიღი: 15 ივლისი, 2022 - 30 აპრილი, 2024
ბიუჯეტი: 85,521 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში მათი უფლებებისა და შესაბამისი სამართლებრივი და ადვოკატირების მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მართლმსაჯულებაზე წვდომის უზრუნველყოფა რელიგიის, ეთნოსის, “რასის”, წარმოშობის ადგილისა და სხვა ნიშნებით დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ადვოკატირების მეშვეობით.
პროექტის დასახელება: რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა და კულტურული მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში.
დონორი: ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის (EED)
ბიუჯეტი: 77,025 ევრო
თარიღი: 1 აგვისტო, 2021- 31 ივლისი, 2022
პროექტის მიზანი: რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ადვოკატირების გზით; ცნობიერების ამაღლება საქართველოში კულტურული მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის შესახებ.
პროექტის დასახელება: მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, კანონის უზენაესობის პროგრამა
თარიღი: თებერვალი, 2021 - ივლისი, 2021
პროექტის ბიუჯეტი: 23,517 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლების, რელიგიური, ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. პლატფორმისთვის „მრავალფეროვნების სახეები“ მდიდარი მულტიმედია მასალის მომზადება, სადაც წარმოდგენილი არიან სხვადასხვა კულტურის, ეთნოსის, რელიგიის ადამიანები სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან. პლატფორმა მოიცავს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანთლებლო ვიდეოებს, სტატიებს, დისკუსიებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში აღნიშნულ თემებზე დისკუსიისა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა.
პროექტის დასახელება: მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე
დონორი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
თარიღი: თებერვალი, 2021 - ოქტომბერი, 2021
პროექტის ბიუჯეტი: 24,828 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: მედიის და ჟურნალისტიკის კურსის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე, მიგრანტთა ისტორიების გაშუქების ეთიკის სტანდარტებზე; პროექტის აქტივობები მოიცავს საქართველოში 5 მედია ორგანიზაციასთან თანამშრომლობას და მიგრანტთა ისტორიების გაშუქებას, ლექციებს ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის და სახელმძღვანელო გზამკვლევის მომზადებას სტუდენტებისა და პროფესიონალი მედიისთვის.
პროექტის დასახელება: საქართველოში მიგრანტების და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება COVID-19-ის დროს
დონორი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
თარიღი: ივლისი, 2020 - დეკემბერი, 2020
პროექტის ბიუჯეტი: 9,335 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: საქართველოში მყოფი მიგრანტების მწვავე საჭიროებების და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, უცხოელთათვის არსებითი მნიშვნელობის სერვისებზე და მათ უფლებებზე ინფორმაციის მიწოდება, კოვიდ-19 პანდემიის დროს მიგრანტებისთვის ონლაინ სამართლებრივი კონსულტაციების უზრუნველყოფა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტის დასახელება: რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით
თარიღი: აპრილი, 2020 - ივლისი, 2021
პროექტის ბიუჯეტი: 62,727 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევას. TDI ადვოკატირებას უწევს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას და იცავს დისკრიმინაციის მსხვერპლი რელიგიური ორგანიზაციების/ცალკეულ ინდივიდების, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების უფლებებს. სტრატეგიული ადვოკატირება და სამართალწარმოება მოიცავს საქმეების წარდგენას საერთო, საკონსტიტუციო და საერთაშორისო სასამართლოებში, უფლებების დაცვის ადვოკატირებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და სხვა. პროექტის ფარგლებში ასევე ტარდება კვლევა რასობრივი გამორჩევის (racial profiling) პრაქტიკის შესახებ, რომლის მიზანია შეისწავლოს საპოლიციო სისტემაში არსებული განწყობები და პრაქტიკა ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების მიმართ.
პროექტის დასახელება: მრავალფეროვნების სახეები-ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით
თარიღი: თებერვალი, 2020 - დეკემბერი, 2020
პროექტის ბიუჯეტი: 29,236 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლების, რელიგიური, ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. პროექტის ფარგლებში, პლატფორმისთვის „მრავალფეროვნების სახეები“ მზადდება მდიდარი მულტიმედია მასალა, სადაც წარმოდგენილი არიან სხვადასხვა კულტურის, ეთნოსის, რელიგიის ადამიანები, სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან. პლატფორმა მოიცავს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანთლებლო ვიდეოებს, სტატიებს, დისკუსიებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნულ თემებზე დისკუსიის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა.
პროექტის სახელწოდება: "მე ვირჩევ თანასწორობას"
დონორი: ევროპის საბჭო
თარიღი: სექტემბერი, 2019 - ივნისი, 2020
პროექტის ბიუჯეტი: 8, 285 ევრო
პროექტის მიზანი: მცირე გრანტი, რომელიც მიმდინარეობს "მე ვირჩევ თანასწორობის" მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს პროექტის, "დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" ფარგლებში.
პროექტის სახელწოდება: რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში
დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
თარიღი: სექტემბერი, 2018 - ივლისი, 2021
პროექტის ბიუჯეტი: 456,110 ლარი
პროექტის მიზანი: საქართველოს საჯარო სკოლებში რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა. პროექტის აქტივობები მოიცავდა 150 მასწავლებლის და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლის ტრენინგს, საჯარო სკოლის სახელმძღვანელოების რევიზიას (სახელმძღვანელოები კლასებისთვის: 7, 8, 9) და რეკომენდაციების მომზადებას ავტორებისა და გამომცემლობებისთვის. პროექტის ფარგლებში მომზადდა არაერთი სასწავლო სახელმძღვანელო და დამხმარე მასალა სკოლის მასწავლებლებისთვის, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის, გამომცემლობებისთვის, მკვლევარებისა და მედიისთვის.
პროექტის დასახელება: ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში
დონორი: აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
თარიღი: ოქტომბერი, 2017 - ივნისი, 2018
ბიუჯეტი: 31,040 ლარი
პროექტის მიზანი: ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ აკადემიური დისკუსია რელიგიური თემების წარმომადგენლების, დარგის ექსპერტების, ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
პროექტის სახელწოდება: რელიგიური უმცირესობების გაძლიერება და სახელმწიფოს წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვაზე, რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორობაზე
დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში
პროექტის თარიღები: აგვისტო 2017 - ივნისი 2018
პროექტის ბიუჯეტი: 41,031 ევრო
პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებზე, რელიგიურ ნეიტრალობაზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე და რელიგიის თავისუფლებაზე, რელიგიურ უმცირესობებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებს შორის დიალოგის გაძლიერება ადამიანის უფლებების, რელიგიის თავისუფლების შესახებ, პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაძლიერება რათა არადისკრიმინაციულობის პრინციპი, რელიგიის თავისუფლების სტანდარტები ასახული იყოს მათ წინასაარჩევნო კამპანიებსა და დღის წესრიგში.
პროექტის სახელწოდება: საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა
დონორი: კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG), რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)
თარიღი: მაისი, 2017 - მარტი, 2020
პროექტის ბიუჯეტი: 132,388 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: რელიგიის თავისუფლების დაცვა, პირებისთვის, რომლებიც განიცდიან რელიგიური, ეთნიკური და/ან რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დისკრიმინაციულ საფუძველზე მათი უფლებების დარღვევის აღმოფხვრა და, უფასოდ, ყველა ტიპის (სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის) საქმეზე, სრული სამართლებრივი დახმარება; ეროვნული (საკონსტიტუციო სასამართლო) და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) გამოყენებით სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა.
პროექტის სახელწოდება: ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში
პროექტის თარიღები: ნოემბერი, 2016
პროექტის ბიუჯეტი: 3,030 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება, უმცირესობათა საკითხებზე ცნობიერების გაზრდა.
პროექტის სახელწოდება: დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში
დონორი ორგანიზაცია: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
თარიღი: ოქტომბერი, 2016 - მაისი, 2017
პროექტის ბიუჯეტი: 29,481 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: პროექტის ფარგლებში გამოიცა კვლევა "სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი.", ტოლერანტობის საკითხებზე ჩატარდა საჯარო ლექციები საქართველოს ექვსი ქალაქის (თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე) ექვს უნივერსიტეტში.
პროექტის დასახელება: უმცირესობათა რელიგიური ორგანიზაციების დისკუსიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან
დონორი: USAID-ის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA), განმახორციელებელი ორგანიზაცია - საქართველოს გაეროს ასოციაცია
პროექტის თარიღები: სექტემბერი, 2016
პროექტის ბიუჯეტი: 3,020 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და რელიგიური თემების წარმომადგენლებს შორის დიალოგის სივრცის შექმნას.
პროექტის დასახელება: საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.
პროექტში TDI-ის პარტნიორები იყვნენ: "ქართველ მუსლიმთა კავშირი", ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასთან არსებული ჰუმანიტარული ასოციაცია ”ბეთელი” და ორგანიზაცია "რელიგიები მშვიდობისთვის."
თარიღი: იანვარი, 2016 - თებერვალი, 2017
პროექტის ბიუჯეტი: 77,996 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: რელიგიის თავისუფლების დაცვა, პირებისთვის, რომლებიც განიცდიან რელიგიური, ეთნიკური და/ან რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დისკრიმინაციულ საფუძველზე მათი უფლებების დარღვევის აღმოფხვრა და, უფასოდ, ყველა ტიპის (სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის) საქმეზე, სრული სამართლებრივი დახმარება; ეროვნული (საკონსტიტუციო სასამართლო) და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) გამოყენებით სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა.
პროექტის დასახელება: ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში
დონორი: ნიდერლანდების სამეფო საქართველოში
თარიღი: ივნისი, 2014 - მაისი, 2016
პროექტის ბიუჯეტი: (TDI-ის კომპონენტი) - 90,000 ევრო
პროექტის მიზანი: აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებდნენ ორწლიან კოალიციურ პროექტს „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“.
პროექტის დასახელება: რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევა საქართველოში
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
თარიღი: იანვარი, 2014 - ივნისი, 2014
ბიუჯეტი: 14,965 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში რელიგიური დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფოს პრაქტიკის ანალიზი; ასევე, სეკულარობის პრინციპებთან მიმართებით პოლიტიკოსების რიტორიკის შეფასება.
პროექტის დასახელება: რელიგიური უმცირესობების საჭიროებების კვლევა საქართველოში
დონორი: "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროექტის მცირე გრანტების მექანიზმი, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
თარიღი: სექტემბერი, 2013 - აგვისტო, 2014
ბიუჯეტი: 10,000 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი: კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში რელიგიური გაერთიანებების საჭიროებების, მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზი. კვლევა ეფუძნება 33 რელიგიური გაერთიანების 70-მდე წარმომადგენელთან ჩატარებულ ინტერვიუებს. პრობლემების ნაწილი რელიგიურ ორგანიზაციებს წლებია აწუხებს, ნაწილი კი, ბოლო პერიოდში გამოვლენილ ისლამოფობიასა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული. კვლევაში ასევე მოცემულია სახელმწიფო უწყებებისთვის შეთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები.