ტოლერანტობის სკოლა
სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარობის პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. TDI-ის მოწვევით, აღნიშნულ თემებზე ლექციებს კითხულობენ მოწვეული ლექტორები, მკვლევარები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ერთი სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას. პროექტი ხორციელდება 2014 წლიდან, ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, კოალიციური პროექტის - „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.