დიანა ანფიმიადი, ქართული პოეზიის გამორჩეული ავტორი, დედით ქართველი, მამით კი იმ ბერძენთა შთამომავალია, რომლებიც მე-19 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიიდან გამოდევნეს. მაშინ, სამშობლოდან გამოსახლებულმა ბერძნებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონს შეაფარეს თავი, მათ შორის დიანას სოფელსაც - გორას.
წინაპართა იმ ნაკვალევთან ერთად, რომელიც დიანა ანფიმიადის ლექსებს ბერძნულ ალუზიებად მუდამ ატყვია, თავად ამბობს, რომ თან სდევს კიდევ ერთი, უცნაური მეხსიერებაც:
"რამდენჯერმე, ვყოფილვარ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ სხვა ქვეყანაში წავსულიყავი საცხოვრებლად. ყოველ ჯერზე მიჩნდება ეს უჩვეულო შიში, რაღაცნაირი მოგონება გადასახლების ტკივილის შესახებ. რა შეიძლება იყოს ეს - პონტოური სისხლის მეხსიერება? არ ვიცი. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემში არსებობს ეს - დევნილობის შიში."
დიანასთვის გადასახლების შიში - თუნდაც ხსოვნის აჩრდილად არსებული - სრულიად ცოცხალია. მსგავს ემოციას, კოლექტიურ მეხსიერებად, თაობათა მგრძნობელობაში ღვიძავს.
რეჟისორი და ოპერატორი: მარიამ სამუშია
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ჭითანავა
პროექტის ასისტენტი: ლიამან მამედოვა
ვიდეო მომზადებულია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის (EED) მხარდაჭერით.