ვიდეო მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI-ის მიერ
კამერუნელი ჯორჯ ვემსი 10 წელია, ქალაქ რუსთავში ცხოვრობს, ასწავლის ინგლისურს, თბილისში კი აქვს პატარა ტურისტული კომპანია.
,,საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, კარგი ხალხით” – ამბობს ჯორჯი. იგი ქართველებთან მეგობრობს, თუმცა ერთხელ სამარშრუტო ტაქსიში რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
,,მე ჩემი თავი არ შემიქმნია, თუ ჩემი კანის ფერი გაბრაზებს, გამოდის ღმერთს უბრაზდები, ადამიანი მისი საქციელით უნდა განვსაჯოთ და არა მისი კანის ფერით.”
რეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე: ნინო გოგუა
ინტერვიუერი, პროდუსერი: ეკა ჭითანავა
პროექტს ახორციელებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.