ვიდეო მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ
ნინა ალიმბარაშვილი ებრაული საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია ჰილელის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ დედით ებრაელია, ივრითი მოგვიანებით, სტუდენტობისას ისწავლა. ებრაული ტრადიციები, კოლექტიური მეხსიერება და ისტორია მას საკუთარი თავისა და ახალი ინტერესების პოვნაში დაეხმარა.
ნინა იხსენებს ახლო მეგობრის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავს, რომელმაც მთელი საზოგადოება და განსაკუთრებით, ვიტალის ახლობლები, თემის წევრები შეძრა.
,,დღეს როდესაც ამ თემაზე საუბარს ვიწყებთ, ხალხს ამის დაჯერება არ უნდა, ყველა გვეუბნება რომ არა, საქართველოში ასეთი რამ არ ხდება.”
რეჟისორი, კამერა: მარიამ სამუშია
მონტაჟი: ლუკა შველიძე, მარიამ სამუშია
პროექტის ხელმძღვანელი და პროდიუსერი: ეკა ჭითანავა
პროექტს ახორციელებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.