ვიდეო მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI–ს მიერ
გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ნეოფაშისტური ჯგუფები ვეგანურ კაფე "კივის" სოსისების ფრიალით რომ დაესხნენ თავს? სოროუში სწორედ ამ კაფეს ერთ–ერთი დამფუძნებელია. საქართველოში იგი წლებია ცხოვრობს და ამასობაში ქართული ენაც ისწავლა. ვიდეოში სოროუში ირანელებსა და ქართველებს შორის კულტურულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, საქართველოში ცხოვრების გამოცდილებაზე, თავის მიზნებსა და გეგმებზე გვიყვება.
რეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე: ნინო გოგუა
ინტერვიუერი, პროდუსერი: ეკა ჭითანავა
პროექტს ახორციელებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.