ნილუფერი ქალაქ მარნეულში დაიბადა და გაიზარდა. 10 წელია მარნეულის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს და პარალელურად, სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით ბევრ პროექტშია ჩართული.
,,სამშობლოს სიყვარული მამაჩემმა მასწავლა...2008 წელს, ომი როდესაც იყო და ყველა გაქცევაზე იყო. ითქვა, აზერბაიჯანში ხომ არ წავიდეთო, პასპორტები ავიღოთ და გადავლახოთ აზერბაიჯანის საზღვარი. მაგრამ მამაჩემმა თქვა, მე არსად წავალ, აქ მოვკვდები ჩემს სახლში."
ვიდეო მოამზადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) კამპანიის I Choose Equality • მე ვირჩევ თანასწორობას მხარდაჭერით, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის "დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" ფარგლებში.
რეჟისორი: მარიამ სამუშია
მონტაჟი: ლუკა შველიძე, მარიამ სამუშია
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ჭითანავა