რელიგიური დიალოგის გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო კონტექსტში
2017 წლის 22 დეკემბერს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა დისკუსია “რელიგიური დიალოგის გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო კონტექსტში”.
მომხსენებლები: ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; ქეთევან ჩაჩავა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დირექტორი; ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი.
დისკუსია გაიმართა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).