საუბარი რელიგიაზე: რამდენს ვუხდით ეკლესიას?
არასამთავრობო ორგანიზაციების, TDI-სა და EMC-ის წარმომადგენლებთან, ეკა ჭითანავასთან და გიორგი ნონიაშვილთან ერთად მოგიყვებით, რამდენს ვუხდით საქართველოს მოქალაქეები მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ჩვენი გადასახადებიდან. რა მატერიალურ სიკეთეს იღებს და რაში ხარჯავს ეკლესია ქართული საზოგადოების მილიონებს, რომელსაც ხელისუფლება მას 1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2. პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3. და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან აძლევს. ღარიბი ქვეყნის, მდიდარი ეკლესია.