ფერი ისმაილოვა ლაგოხედის სოფელ უზუნთალაში, კაბალის თემში დაიბადა და გაიზარდა. ახლაც აქ ცხოვრობს დედასთან ერთად და სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ცხოვრების ამ ეტაპს იგი ოცნებების ახდენის დროს უწოდებს. სწავლობს და ასწავლის ქართულს, ოცნებობს ფანდურზე დაკვრაზე და ამისთვის ფულს აგროვებს, რომ ერთ დღესაც ფანდური იყიდოს და დიდი ხნის ოცნება აისრულოს. ჯერ კიდევ სკოლაში, როცა თითქმის ყველა მისი თანაკლასელი გოგო გათხოვდა, ფერიმ მიზნად დაისახა, ესწავლა და ცოდნა აზერბაიჯანელი თემის დასახმარებლად გამოეყენებინა. დღეს მართლაც ბევრ რამეში ეხმარება თანასოფლელებს, ბავშვებს ასწავლის ქართულს და სოფლის თარჯიმანია.
რეჟისორი და ოპერატორი: მარიამ სამუშია
ასისტენტი: ლიამან მამედოვა
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ჭითანავა
გადაღების ადგილი: ლაგოდეხი, სოფელი უზუნთალა
ვიდეოს მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ტასო მოდებაძესა და გულნაზ მუჰდაროვას.
ვიდეო მომზადებულია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის (EED) მხარდაჭერით.
2021