ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იწვევს უფროსკლასელებს (10-12-ე კლასი) და სტუდენტებს (ბაკალავრი) თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მულტიმედია კონკურსში “მრავალფეროვნების სახეები” მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ბლოგი, სტატია) და/ან მულტიმედიური ნამუშევრები (ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი) საკუთარი თემის/ქალაქის/რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს:
- კულტურული, რელიგიური და/ან ეთნიკური მრავალფეროვნების დადებითი კუთხით ასახვა და გააზრება;
- რელიგიური/ეთნიკური/უმცირესობებისა და უცხოელების/მიგრანტების წინაშე არსებული პრობლემები (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაცია, ჩაგვრა, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაბალი მაჩვენებელი, გაუცხოება, სტერეოტიპები).
კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 6 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (ტაბლეტური კომპიუტერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ისა და “მრავალფეროვნების სახეების” Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/images.of.diversity
ამ თემებზე TDI-ის მიერ მომზადებულ მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ “მრავალფეროვნების სახეების” გვერდზე.
Facebook: https://www.facebook.com/images.of.diversity
TDI-ის ვებგვერდი:
სტატიები: http://www.tdi.ge/ge/diversity
ფოტოისტორია: http://www.tdi.ge/ge/gallery/photo-history
ვიდეო: http://www.tdi.ge/ge/gallery/diverse
ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი.
გთხოვთ, ნამუშვრები მოგვაწოდოთ ელფოსტაზე: [email protected], წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: კონკურსი “მრავალფეროვნების სახეები“
თითო მონაწილისგან მიიღება მაქსიმუმ 3 ნამუშევარი (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით: ტექსტი, ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი)
პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს ელფოსტაზე [email protected] ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/images.of.diversity.
ტელ: 0322 91 27 62