ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სულის ნათესავები

ფარი ისმაილოვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი.

2020 წლის კონკურსის, ,,მრავალფეროვნების სახეები“ გამარჯვებული

 

მიუხედავად იმისა რომ, საქართველო არის პატარა ქვეყანა, აქ ცხოვრობენ ქართველებთან ერთად, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები: აზერბაიჯანელები, სომხები, ქისტები, დაღესტანელები და სხვა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, ეროვნული უმცირესობები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 16,2%-ს შეადგენენ.  ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს საქართველოში (6,6%) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. აზერბაიჯანელები ძირითადად ცხოვრობენ ქვემო ქართლში, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც არიან დასახლებული.  მაგალითად კახეთის ერთ-ერთ რაიონში, ლაგოდეხში (სადაც მე ცვხოვრობ).  ლაგოდეხში არის სოფლები სადაც მხოლოდ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ესენია:  კაბალი, განჯალა, ყარაჯალა და უზუნთალა. ამ სოფლების გარშემო არის სოფლები სადაც ცხოვრობენ ქართველები და ოსები.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, კაბალის თემში ქართველები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ მეზობელ სოფლებში. ჩემს წერილში ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ საკითხებზე: 

  • როგორ ცხოვრობს ორი განსხვავებული კულტურის მქონე ხალხი ერთად?

  • როგორია მათი თვალსაზრისი ერთმანეთის მიმართ? 

  •  სცემენ თუ არა პატივს ერთმანეთის რელიგიას?

  • როგორ შეიცვალა მათი სტერეოტიპები დროთა განმავლობაში?.

დაახლოებით ოცი წლის წინ, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ ერთმანეთზე. მაგალითად ქართველები თვლიდნენ, რომ აზერბაიჯანელები არიან გაუნათლებელი ხალხი, ჩამორჩენილი და მათ აქვთ მკაცრი რელიგიური წესები. მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა მათი აზრი, იმიტომ რომ აზერბაიჯანელი ბავშვები უკვე დადიოდნენ ქართულენოვან სკოლებში და სწავლობდნენ ქართულს. რადგან იცოდნენ სახელმწიფო ენა, მათ შეეძლოთ კომუნიკაციის დამყარება ქართველებთნ და დამეგობრდნენ დროთა განმავლობაში.

მაგალითად მეც ვიყავი ასე, სტერეოტიპი მქონდა ქართველ ბავშვებზე. მე 12 წელი ვისწავლე აზერბაიჯანულენოვან სკოლაში. კომუნიკაცია არ მქონდა არცერთ ქართველთან, გარდა ჩემი ქართული ენის მასწავლებლისა. მაგრამ შემდეგ როცა მერვე კლასში ვიყავი, დავდიოდი ცეკვაზე, სადაც მხოლოდ მე ვიყავი აზერბაიჯანელი და დანაჩენი 14 ბავშვი იყო ქართველი, მანამდე კი არც ვიცოდი რომ ჩემს სოფლის გვერდით ცხოვრობს სხვა ხალხი, რომელთაც აქვთ სხვა ენა და კულტურა. პირველი 3-4 დღე არ მქონდა არავისთან კომუნიკაცია. რატომღაც მეშინოდა იმ ბავშვების. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ნელ-ნელე ვილაპარაკეთ და შემდეგ გახვდით ძალიან კარგი მეგობრები. ჩვენ ერთმანეთს ვუყვებოდით ერთმანეთის ადათ-წესების  შესახებ და მერე მივხვდით, რამდენი რამე გვქონია საერთო. ამ დამეგობრობის შემდეგ ჩემი აზრები სულ შეიცვალა ქართველებზე.

ახლანდელ დროში ქართველები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ უფრო მეგობრულად. ჩვენ ერთმანეთის ზეიმებში ვიღებთ მონაწილეობას. მაგალითად ჩვენ გვაქვს დიდი დღესასწაული, „ნოვრუზ ბაირამი“. ამ ზეიმზე ყოველ წელს ჩამოდიან მეზობელი სოფლებიდან ქართველები და ჩვენ ერთად ვზეიმობთ და ვსწავლობთ ერთმანეთის ტრადიციასა და კულტურას. ახლა წარმოუდგენელია აზრბაიჯანული ზეიმი, სუფრა, ქორწილი ეთნიკურად ქართველი სტუმრების გარეშე. ძალიან იშვიათია მაგრამ არის ასეთი შემთხვევები, როცა აზერბაიჯანელ ბიჭს ცოლად ჰყავს ქართველი გოგო (სოფელში ვიცი ასეთი ერთი ოჯახი).

ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია - „ნათლობა“. ეს ტრადიცია არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ქართველები და აზერბაიჯანელები იმდენად არიან მეგობრულად, რომ უკვე ბევრი აზერბაიჯანელი ბავშვის ნათლია არის ქართველი. ისინი ხდებიან ჩვენი „სულის ნათესავები“.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, სტერეოტოპების საფუძველი არის ის, რომ ხშირად განსხვავებულ ხალხს არ აქვს საკმარისი კომუნიკაცია.  დღეს უფრო მეტი ახალგაზრდა სწავლობს ქართულ ენას და ისინი უმაღლეს სასწავლებელში იღებენ განათლებას.

მე პირადად ძალიან მიყვარს ქართული კულტურა და ფოლკლორი, ყველაზე მეტად კი ფანდურზე დაკვრა. ფანდურზე დაკვრის სწავლა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, იყო კი არა ისევ არის, მაგრამ ფანდურის შეძენა და მასწავებელის პოვნა იყო ჩემთვის ძალიან ძნელი.

თუ მე  ვერ ვისწავლი, აუცილებლად, როცა მეყოლება ბავშვები, ისინი ივლიან ქართულ ცეკვაზე და ფანდურზე დაკვრასაც ისწავლიან. მყავს ისეთი ქართველი მეგობრები, რომლებიც მიყვარს ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრები. ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვეხმარებით ერთმანეთს თითქმის ყველაფერში. ისინი მეხმარებიან ქართული ენის სწავლაში, ასე რომ ვთქვათ „ენის გატეხვაში“. რაც უფრო ბევრს ვკონტაქტობ ჩემს ქართველ მეგობრებთან, მით უფრო ვსწავლობ ქართულ ენას და სულ უფრო და უფრო მიყვარდება ჩვენი „სულით ნათესავი“ თანამოქალაქეები.

(ვგეგმავდი ვიდეო-რეპორტაჟის გადაღებას კაბბლის ბაზარში სადაც ბევრი ეთნიკური ჯგუფი ვაჭრობს ერთად. მაგრამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო ვერ მოვხერხე, გვქონდა ტრანპორტის პრობლემა.)

ბოდიშს გიხდით დაშვებული გრამატიკული შეცდომებისთვის. ჯერ ქართული ენის სწავლის ეტაპზე ვარ.