ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

კერიგმა - κήρυγμα
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მო ...
რაშიგანა ვარ, მორწმუნენო, რომ თავი ჩემი ვერ შემიცვნია!არც ქრისტიანი ვარ, არც იუდეველი, არც მუსულმანი.არც აღმოსავლელი ვარ, არც დასავლელი, არც ზღვიერი და არც მიწიერი.მე არც მბრუნავი ცისა და არც ბუნებისა,არც მტვრისაგან ვარ, არცა წყლისგან, არც ქარისგან, არც ცეცხლისაგან...არცა ჰინდო ვარ, არც ჩინელი, არც ხორასნელი.არც ამ ქვეყნისა ვარ და არცა იმა ქვეყნისა,სამოთხის და ჯოჯოხეთის მკვიდრიც არ მქვია.მე არც ად ...
"ღმერთების რჩეული მეფე პიადასი არ აფასებს საჩუქარსა და ჯილდოს, ისე, როგორც ის აფასებს შემდეგს: რელიგიის საწყისების გაძლიერების აუცილებლობას. მათი გაძლიერება შესაძლებელია მრავალი გზით, თუმცა ყველა მათგანი თავის თავში არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ საკუთარი რელიგიის ქებასა და სხვისი რწმენის უმიზეზოდ გაკიცხვას. აუცილებლობის შემთხვევაში გაკიცხვის სიტყვები უნდა იყოს ზომიერი. ის, ვინც პატივს სცემს სხვის რელიგ ...
ყოველი ერი თვისის ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თვისის სულის ღონეს, თვისის სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულობას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარ-ტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულს უღელში ბმული, ერთად მებრძო ...
"ეხლა მოკლედ გეტყვით, როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას. ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნდა შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელ ...
"სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა – ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისათვისაც სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა, რომ რჯული არ შეიქმს კაცს, არამედ საქმეო“   
"ეკლესიები  თავისებური განვითარების გზაზე ძალზედ დასცილდნენ ერთმანეთს, მხოლოდ მათი დაახლოება გამოიღებს ჭეშმარიტ ნაყოფს.შეუძლებელია დასავლურ კულტურაზე ნაყოფიერი ზეგავლენა და მისი განახლება აღმოსავლეთის ქრისტიანების მონაწილეობის გარეშე და პირიქით, წარმოუდგენელია აღმოსავლეთის რელიგიის აღორძინება რომის ეკლესიის დახმარების გარეშე."
"განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონ ...
"რელიგია არ არის სახელმწიფოსაგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა, სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა.” სახელმწიფო ეკლესიურ შინაურ ცხოვრებაში არ ერევა განსაკუთრებით ...
"ძმანო და შვილნი, ქართველო მაჰმადიანებო. ჩემი მიზანი იყო და არის თქვენი მშვიდობა, თქვენი კარგათ ყოფნა და დაწინაურება.ღმერთმა აკურთხოს თქვენი სამშობლო ქვეყანა, ღმერთმა გააძლიეროს თქვენი ოჯახი და თქვენი სარწმუნოება ისლამი. იყავით კარგად და დამერწმუნეთ, რომ ჩვენ, ქართველი ქრისტიანები, ყოველთვის ვიქნებით თქვენი სარწმუნოების მფარველნი და მადლობელნი".