ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით

ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების გამოქვეყნების ფაქტებმა და პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშანტაჟების მცდელობამ უკიდურესად შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, რომლის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ხელისუფლების მოვალეობაა.

2016 წლის 11 მარტს გავრცელდა სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა. 14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან ერთად, შეიცავდა მუქარას და შანტაჟს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტისადმი, რომ თუ ისინი 31 მარტამდე არ დატოვებდნენ თანამდებობებს, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებაც მოხდებოდა. 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.

ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა 10 მარტს კოალიცია "ქართული ოცნება - მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში  გაკეთებული განცხადება, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთან დაპირისპირებას შეეხებოდა: "ერთი სიტყვით, ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა ქმედებებზე, მაგრამ თუ ამ ზღვარს გადავლენ, იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ თქვენთან და პრესაში, რომ ალბათ, არ იქნებიან კმაყოფილები ისინი".

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში არაერთმა საჯარო და საზოგადოებისათვის ცნობილმა პირმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით მათი დაშანტაჟება ხდებოდა. აღნიშნულზე 2013 წელს საუბრობდა მოსამართლის თანაშემწე, 2015 წელს - მსჯავრდებულთა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირეტორი,ჟურნალისტი ეკა მიშველაძე. საგულისხმოა ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების გამოქვეყნება, ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება და ა.შ.

არცერთ მსგავს ფაქტზე სამართლადამცავ ორგანოებს ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენიათ. ამგვარად, შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს,გელა ხვედელიძეს,ერთ-ერთი ჟურნალისტისპირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო,სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო შემდგომ მხოლოდ ერთწლიანი პირობითი სასჯელით შემოიფარგლა. გ. ხვედელიძეს პროკურატურამ ქვეყნის დროებით დატოვების უფლებაც კი მისცა. ხვედელიძის მიერ ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირებასთან დაკავშირებით მთავრობის წევრები, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომეს ნაბიჯი„ პოლიტიკურიპასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია".

აქვე აუცილებელია ხაზი გაესვას 2015 წლის 19 ოქტომბერს ზუგდიდის და თბილისის ცენტრებში გამართულიწამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებას, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და რომელიც, საბოლოო ჯამში, ასევე მიმაზანმიმართული იყო ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ.

მსგავსი ფაქტების სიმრავლე და მათზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, ხელს უწყობს და ახალისებს ასეთ შემთხვევებს. საბოლოოდ ასეთი მდგომარეობა საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის განცდას და მას ნდობას უკარგავს სახელმწიფო ორგანოების მიმართ.

აღნიშნულ კონტექსტში დღეს მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია ოპოზიციისა წარმომადგენლების და ცალკეული პირების ამგვარი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური დისკრედიტაციისაკენ.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ფარული კადრებით ჟურნალისტების დაშანტაჟების მცდელობა, რასაც შესაძლოა, გამყინავი ეფექტი ჰქონდეს ცალკეული ჟურნალისტების მიერ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე.

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მისი ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა წარიმართოს. ეს წინაპირობა კი ვერ იქნება მიღწეული, თუ საარჩევნო პროცესის მონაწილე სუბიექტები - პოლიტიკური კლასი და მედიის წარმომადგენლები პერმანენტული შანტაჟის პირობებში იქნებიან. 

  • მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება მათზე;
  • გატარდეს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები მსგავსი სამართალდარღვევების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით;
  • მოვუწოდებთ ყველა მედიას, არ დაუშვან კადრების გასაჯაროება და არ დაასახელონ კადრებში სავარაუდოდ ასახული პირების ვინაობა.  

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

მედიის განვითარების ფონდი MDF

საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

LGBT საქართველო

იდენტობა

მარ/1615