TDI აცხადებს კონკურსს სტაჟიორის პოზიციაზე
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს კონკურსს სტაჟიორის პოზიციაზე.
ხანგრძლივობა: 3 თვე (ანაზღაურების გარეშე)
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკით)
ძირითადი ფუნქციები:
- სამართლებრივი დოკუმენტების მოძიებაში, მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
- ორგანიზაციის კვლევების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;
- ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დამუშავება და განთავსება;
- განცხადებებისა და სხვა მასალების ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა;
- ორგანიზაციის ადმინისტრაციულ საქმეებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ადამიანის უფლებების თეორიული ცოდნა;
- სასურველია ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის პროქტიკული გამოცდილება;
- უმცირესობების საკითხების მიმართ მგრძნობელობა და ტოლერანტული დამოკიდებულება;
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია);
- სამოტივაციო წერილი.
დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: [email protected]
განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2016 წლის 10 მაისი.
საბუთების გამოგზავნისას, ელ. ფოსტის საგნის გრაფაში გთხოვთ, მიუთითოთ: სტაჟირება.
აპლიკაციების განხილვის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან მოეწყობა გასაუბრება.
აპრ/1626