ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აპრ/1414

MDF-ისა და TDI-ის საჩივარი გაზეთ "რეზონანსის" წინააღმდეგ

5 მარტს მედიის განვითარების ფონდმა, MDF და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, TDI ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გაზეთ "რეზონანსის" წინააღმდეგ საჩივრით მიმართა, რომელიც 12 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ" შეეხება.
 
MDF-ს და TDI-ს აზრით, სათაური ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს და წარმოადგენს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის დარღვევას დისკრიმინაციის წახალისების დაუშვებლობის შესახებ. საჩივრის თანახმად, გაზეთმა ასევე დაარღვია ქარტიის პირველი მუხლი (სიზუსტე), რადგან სტატიის შინაარსი სრულად არ შეესაბამება სათაურს და გვთავაზობს იმ ადამიანთა თვალსაზრისსაც, ვინც ლგბტ ჯგუფების უფლებების დამცველად გვევლინება ან ვისი დამოკიდებულებაც არ შეიძლება შეფასდეს სიძულვილად.
 
11 აპრილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აღნიშნული საჩივარი შემდგომი განხილვის მიზნით დასაშვებად ცნო.