სიახლეები
TDI
თებ/1514

"იმედის" თვითრეგულირებამ არასამთავრობოების საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

14 თებერვალს ტელეკომპანია "იმედის" თვითრეგულირების ორგანოს სააპელაციო კომისიამ გადაცემა "სხვა რაკურსის" სიუჟეტთან - "მედრესეში მიბარებული ბავშვები" დაკავშირებით შესული საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. "მედიის განვითარების ფონდი", "ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტუტი" საჩივარში განმარტავდნენ, რომ სიუჟეტში "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" ხუთი მუხლი (14. 9, 18. 2, 33. 1 - 2, 44. 1, 47.11) იყო დარღვეული.

ტელეკომპანია "იმედის" თვითრეგულირების ორგანოს სააპელაციო კომისიამ 14 თებერვალს გააუქმა თვითრეგულირების საჩივრების განმხილველი კომისიის 2015 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საჩივრის განხილვაზე ვადის დარღვევის საფუძვლით ეთქვათ უარი. სააპელაციო კომისიამ მიიჩნია, რომ საჩივრის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილ 10 დღის ვადაში მოხდა, რის გამოც ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა.

მართალია, კომისიამ სააპელაციო საჩივრის ავტორები დაინტერესებულ მხარეებად არ მიიჩნია, და საქმის არსებით განხილვაში არ შევიდა, მაგრამ გადაწყვეტილებისსარეზოლუციო ნაწილში დაავალა ტელეკომპანიის ადმინისტრაცია, უზრუნველეყო გადაცემის სარედაქციო ჯგუფისათვის სადავო საქმის მასალების გაცნობა და მიეცათ რეკომენდაცია შემდგომი დარღვევების პრევენციის მიზნით. სამოტივაციო ნაწილში კომისია გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მოუწოდებს, სადავო სიუჟეტი არასრულწლოვანთა დაცვის, ზუსტი ინფორმაციის მიწოდების, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვისა და ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვირს სახელმძღვანელო რეკომენდაციების გათვალისიწნებით დეტალურად განიხილონ.