სიახლეები
TDI
აპრ/1521

პალიტრა TV-მ ვებ-გვერდიდან ჰომოფობიური განცხადება მოხსნა

NGO-ებმა პალიტრა TV-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტეს.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  მიესალმება Palitratv.ge-ს რედაქციის გადაწყვეტილებას, საიტიდან მოხსნას ჰომოფობიური შინაარსის მასალა "ჰომოსექსუალიზმი არის დანაშაული და ავადმყოფობა როგორც სულის, ასევე ხორცის".

რედაქციის მხრიდან რეაგირება MDF-ის, TDI-ისა და ჟურნალ "17 მაისის" მიერ თვითრეგულირებაში შეტანილ საჩივარს მოჰყვა.

საჩივარში აღნიშნული იყო, რომ  "ევრაზიული ინსტიტუტის" წარმომადგენლმა არჩილ ჭყოიძემ ჰომოფობიური განცხადებები ტელეკომოპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა, რაც მომჩივანთა აზრით, არ ათავისუფლებდა "პალიტრა TV"-ს მისი შემდგომი ტირაჟირების პასუხისმგებლობისგან.

გამოქვეყნებული მასალის ვებ-გვერდიდან მოხსნის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას პალიტრა TV-ის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს.