სიახლეები
TDI
დეკ/1404

მემორანდუმი რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების დახმარების შესახებ

2014 წლის 4 დეკემბერს თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს  თავისუფალ უნივერსიტეტსა და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტს შორის მჭიდრო თანამშრომლობას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის თანასწორუფლებიანი სამართლებრივი გარემოს შექმნის მიზნით. კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საკონსტიტუციო, სისხლის, ადმინისტრაციული და კერძო სამართლის კლინიკები ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ მიწოდებული საქმეების მიხედვით, რომლებიც რელიგიური, ეთნიკური ან რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის და დევნის შემთხვევებს მოიცავს, უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებს გაუწევენ უფასო სამართლებრივ დახმარებას, კონსულტირებასა და ადვოკატირებას.

ერთობლივი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, დიკსრიმინაციის ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებასა და ტოლერანტული გარემოს შექმნას.