ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1402

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უმცირესობათა მდგომარეობა დამძიმდა

 

 

რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაუარესდა - ასეთია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული 108 გვერდიანი კვლევის დასკვნა, სადაც რელიგიური გაერთიანებების საჭიროებებია გამოკვლეული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შემაშფოთებლად გაიზარდა რელიგიური ნიშნით ძალადობა მუსლიმებსა და იეჰოვას მოწმეებზე. კვლევის ავტორთა თქმით, დანაშაულის მატება ხელისუფლების არასწორი, ზოგჯერ კი მიზანმიმართულად დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგია. TDI-ის წარმომადგენელი, ეკა ჭითანავა განმარტავს, რომ საგამოძიებო სტრუქტურები გამოძიებას ან საერთოდ არ იწყებენ, ან არასათანადო კვალიფიკაციით აწარმოებენ.

თავად უმცირესობის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ რელიგიური ნიშნით ძალადობა მათ წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემაა. საქართველოში სიდიდით მეორე ქრისტიანული კონფესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი ლევონ ისახანიანი ამბობს, რომ დანაშაულმა იმატა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა კონგრესის დირექტორი და ყოფილი შეიხი, ვაგიფ აკპეროვი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლება პრობლემებს უკეთ უმკლავდებოდა.
ბაპტისტურ ევანგელური ეკლესიის წარმომადგენელი რუსუდან გოცირიძეც უმცირესობათა მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობს.

ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში კი შევარდნაძის ხელისუფლების ცვლილება პოზიტიურად იგრძნეს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლა კი, პირიქით.

წყარო: http://www.tabula.ge/ge/story/88230-xelisuflebis-cvlilebis-shemdeg-umciresobata-mdgomareoba-damdzimda