სიახლეები
TDI
დეკ/1529

ვაკანსია იურისტების პოზიციაზე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს ვაკანსიას პროექტის იურისტების პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ, 2016 წლის იანვრიდან, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განახორციელებს 14-თვიან პროექტს, საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა.

პროექტი მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ჯგუფებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით უფასო იურიდიული დახმარების/სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფას ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე. პროექტის მიზანია ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

  1. იურისტი ( თბილისი )

იურისტი იმუშავებს TDI-ის თბილისის ოფისში.

სამუშაო დატვირთვა- სრული განაკვეთი

ხელშეკრულების ვადა - 13 თვე

თვიური ანაზღაურება - 1200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

იურისტის მოვალეობები:

  • პროექტის ფარგლებში, რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების პროაქტიული იდენტიფიცირება, როგორც ინდივიდუალური მომართვის, ასევე საველე გასვლების ფარგლებში;
  • პროექტის ბენეფიციარებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
  • ბენეფიციართა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების წარმოდგენა ადმინისტრაციული ორგანოების, სასამართლოებისა და საგამოძიებო ორგანოების წინაშე; სტრატეგიული სამართალწარმოება და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; საბოლოო ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომელშიც წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოზე დაყრდნობით, აისახება რელიგიურ, ეთნიკურ და რასობრივ უმცირესობათა პრობლემები და ამ კუთხით სახელწმიფო პოლიტიკის ანალიზი;
  • პროექტით გათვალისწინებული აქტივობებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა მოვალეობების შესრულება.

 კვალიფიკაცია

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • ადვოკატის სტატუსი, (უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა)
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3- წლიანი გამოცდილება
  • უმცირესობების საკითხების მიმართ მგრძნობელობა და ტოლერანტული დამოკიდებულება
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნაც)

 

 

  1. იურისტი (ბათუმი)

იურისტი იმუშავებს TDI-ის პარტნიორი ორგანიზაციის „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ბათუმის ოფისში და მუდმივი კოორდინაცია ექნება თბილისის ოფისის იურისტთან და პროექტის კოორდინატორთან.

სამუშაო დატვირთვა- სრული განაკვეთი

ხელშეკრულების ვადა - 13 თვე

თვიური ანაზღაურება - 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

იურისტის მოვალეობები:

  • პროექტის ფარგლებში, რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების პროაქტიული იდენტიფიცირება, როგორც ინდივიდუალური მომართვის, ასევე საველე გასვლების ფარგლებში;
  • პროექტის ბენეფიციარებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
  • ბენეფიციართა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების წარმოდგენა ადმინისტრაციული ორგანოების, სასამართლოებისა და საგამოძიებო ორგანოების წინაშე;
  • საბოლოო ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომელშიც წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოზე დაყრდნობით, აისახება რელიგიურ, ეთნიკურ და რასობრივ უმცირესობათა პრობლემები და ამ კუთხით სახელწმიფო პოლიტიკის ანალიზი;
  • ეფექტური და დროული კოორდინაცია პროექტის სხვა თანამშრომლებთან;
  • პროექტით გათვალისწინებული აქტივობებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა მოვალეობების შესრულება;

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • ადვოკატის სტატუსი, (უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა)
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1- წლიანი გამოცდილება
  • უმცირესობების საკითხების მიმართ მგრძნობელობა და ტოლერანტული დამოკიდებულება
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

 

სააპლიკაციო დოკუმენტები (ყველასთვის)

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი;
  • რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია);
  • სამოტივაციო წერილი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ მისამართზე:  tdigeorgia@gmail.com

საბუთების გამოგზავნისას, თბილისის იურისტის პოზიციისთვის, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში გთხოვთ, მიუთითოთ: იურისტი- თბილისი, ბათუმში ამავე პოზიციის ვაკანსიაზე - იურისტი -ბათუმი

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, TDI არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას თბილისსა და ბათუმში.

 

არასრულად მოწოდებული საბუთები არ განიხილება!

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა:  2016 წლის 15 იანვარი