ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1601

ეკა ჭითანავა ECRI-ს ანგარიშის შესახებ რუსთავი 2-ზე

რუსთავი 2: 

სიძულვილის ენა სექსუალური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ საქართველოში გავრცელებული პრობლემაა, – ასეთ დასკვნას აქვეყნებს ევროსაბჭოს კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ.

თითქმის სამოცგვერდიან დოკუმენტში აღწერილია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში საჯარო პირების ქსენოფობიური განცხადებები და კრიმინალური შემთხვევები.

ევროპული კომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების რეაგირება არაადეკვატურია და ურჩევს მთავრობას, შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც გამოიძიებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს.

მმართველი გუნდის ნაწილისთვის რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, ნაწილი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში დასაცავი უმრავლესობაა და არა უმცირესობების უფლებები.

ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკას "ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგს" უწოდებს ოპოზიცია.

კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ რეკომენდაციების შესრულებას 2 წლის შემდეგ შეამოწმებს.

იხილეთ სრულად: http://rustavi2.com/ka/news/40628