სიახლეები
TDI
მარ/1601

ლიბერალი ადიგენში TDI-ის იურისტების შევიწროვების შესახებ

ლიბერალი: 

ადიგენში ამ წუთებში ვითარება ისევ გამწვავდა. ქრისტიანები ადგილზე ჩასულ იურისტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ „ლიბერალს“ TDI-ის იურისტმა, გვანცა ლომაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ის და მისი თანამშრომელი ადიგენში დღეს დილით ჩავიდნენ და ერთ-ერთი დაზარალებულის სახლში ახსნა-განმარტებებს იწერდნენ, როცა მათთან ქრისტიანი მცხოვრებლები მივიდნენ და ოჯახის წევრებს იურისტებთან საუბარი აუკრძალეს.

„მუსლიმი თემის წარმომადგენლებისგან ვიწერდით განმარტებებს, როცა ქრისტიანული თემის 3 წარმომადგენელი შემოვიდა მათ სახლში, გამოხატეს აგრესია. გვითხრეს, რომ ამ სახლის წინ არის მანქანები შეკრებილი და რომ ქრისტიანი თემი მობილიზებას ახდენს. დაინტერესდნენ, ვინ ვიყავით და რა გვინდოდა, უთხრეს მუსლიმებს, რომ ადვოკატები რად უნდოდათ და რომ გავეყარეთ სახლიდან“, - ამბობს ლომაია.

იურისტის თქმით, ეს ადამიანები აგრესიულები არიან და არ გამორიცხავს, რომ ვითარება გამწვავდეს.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც ვითარების განმუხტვას ცდილობენ.

ადიგენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით" დევნას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის თქმით, გუშინ სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. 

მისი ინფორმაციით, სოფელ ადიგენის ცენტრში მდგარ მუსლიმებს ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი (20-30 ადამიანი) დაესხა თავს. მუსლიმები სოფლის ცენტრში ადიგენის გამგებელსა და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ. 

იხილეთ სრულად: http://liberali.ge/news/view/21187/TDI-adgilobrivi-qristianebi-adigenshi-iuristebisgan-teritoriis-datovebas-moitkhoven