სიახლეები
TDI
ნოე/1727

კონფერენცია „ფობიები და თანამედროვე საქართველო“

22 ნოემბერს მშვიდობის ფონდისა და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)  ორგანიზებით კონფერენცია „ფობიები და თანამედროვე საქართველო“ გაიმართა.

კონფერენცია „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, „აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ფობიური დამოკიდებულებების შეფასება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გამომწვევი მიზეზების ძიება და გადაჭრის გზების დასახვა.

კონფერენცია შინაარსობრივად სამ ნაწილად იყო დაყოფილი:

-ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი ნიშნით არსებული ფობიები საქართველოში;

-სიძულვილის ენასთან ბრძოლის გამოწვევები საქართველოში და საერთაშორისო  პრაქტიკა;

-მედია, როგორც ფობიების გავრცელების და ფობიებთან ბრძოლის ინსტრუმენტი;

თემატიკის მიხედვით კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს: ბექა მინდიაშვილი, მალხაზ სონღულაშვილი, თამარ კინწურაშვილი, ლევან სუთიძე, გიორგი მშვენიერაძე, იდა ბახტურიძე, ქეთევან შუბაშვილი, ზვიად ქორიძე.