სიახლეები
TDI
დეკ/1705

კონკურსი გრაფიკული ვიდეორგოლების მომზადებაზე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს კონკურსს სოციალური  ვიდეორგოლების მომზადებაზე.

10 გრაფიკული ვიდეორგოლი უნდა მომზადდეს საქართველოში სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური გაერთიანების შესახებ მულტიმედია პლატფორმისთვის “მრავალფეროვნების სახეები”.

ვიდეორგოლების შინაარსს და თემატიკას განსაზღვრავს TDI და ავტორ(ებ)ს მიაწვდის სოციალური რგოლის მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტურ მასალას.

  • თოთოეული გრაფიკული ვიდეოს ქრონომეტრაჟი: 1-წთ-დან 2 წუთამდე.
  • ვიდეოები თანმიმდევრულად უნდა მომზადდეს 2018 წლის იანვარი-აპრილის შუალედში.

პირობები:

  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, კონკურსში შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე კომპანია/ავტორი ვიდეორგოლების მოსამზადებლად;

  • გრაფიკულ დიზიანერს/კომპანიას მოეთხოვება კრეატიული ვიზუალური კონცეფციის შექმნა და იდეების განვითარება, ვიზუალის მომზადება დამკვეთის მოთხოვნისა და ინტერესების შესაბამისად

საკონკურსო განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • პორტფოლიო/CV კომპანიის/ავტორის გამოცდილების შესახებ; კომპანიის/ავტორის მიერ შესრულებული მსგავსი სამუშაოს ბმულები

  • საბუთები დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: tdigeorgia@gmail.com; გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: გრაფიკული ვიდეო

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2017 წლის 17 დეკემბერი

პროექტის საერთო ბიუჯეტი: 2,250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის ჩათვლით)

პროექტი მიმდინარეობს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.