სიახლეები
TDI
ივნ/1811

საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკა - დისკუსია და გამოფენა

8 ივნისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა გამოფენა და დისკუსია თემაზე საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული იმ სინაგოგების, მეჩეთების, კათოლიკური, სომხური და ლუთერული ტაძრების ძველი და ახალი ფოტოები, რომლებიც ისტორიულ მესაკუთრეებს დღემდე არ დაბრუნებიათ.

დისკუსიაზე პროფესორმა ნუგზარ პაპუაშვილმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა და მკვლევარმა კოტე ჩაჩიბაიამ ისაუბრეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ რელიგიური გაერთიანებების დევნის,ანტირელიგიური პოლიტიკისა და მისი შედეგების შესახებ.

იხილეთ დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ბმულზე

ღონისძიება ჩატარდა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).