სიახლეები
TDI
სექ/1814

ეუთოს მიწვევით მარიამ ღავთაძემ მოხსენება წაიკითხა ეუთოს წევრ სახელმწიფოებში რელიგიის თავისუფლებაზე

TDI-ის გამგეობის წევრმა მარიამ ღავთაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)  მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ კონფერენციაში - Human Dimension Implementation Meeting (HDIM). 13 სექტემბრის სესია რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას მიეძღვნა, რომელზეც მარიამ ღავთაძე მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული. საკუთარ მოხსენებაში, მან მიმოიხილა ეუთოს წევრ ქვეყნებში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითები და გამომწვევი მიზეზები, მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებების საერთაშორისო პრინციპებთან; ასევე, ისაუბრა უსაფრთხოებისა და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე. 

HDIM ევროპის ყველა მასშტაბური კონფერენციაა რომელიც ეუთოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებს ეძღვნება. მასში მონაწილეობას 57 წევრი სახელმწიფოს დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ. 

     

#HDIM2018 #FoRB #TDI