სიახლეები
TDI
ივნ/1906

მარიამ ღავთაძე ეუთოს რელიგიის თავისუფლების ექსპერტთა პანელის წევრად დაინიშნა

TDI-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამების ხელმძღვანელი მარიამ ღავთაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რელიგიის თავისუფლების ექსპერტთა პანელის წევრად დაინიშნა სამი წლის ვადით.

ეუთოს ექსპერტთა პანელის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები და არ წარმოადგენენ რომელიმე სახელმწიფოს, ორგანიზაციას ან რელიგიურ ჯგუფს.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ექსპერტთა პანელი 1997 წელს შეიქმნა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საქმიანობაში, მხარს უჭერს და ეხმარება ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.