სიახლეები
TDI
აპრ/1415

"კეთილმოწყობის ღონისძიება", ანუ მილიონ-ნახევარი საპატრიარქოსთვის

TDI-ის მონაცემების მიხედვით

ჟურნალ "ლიბერალის" მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა

 

 

გარდა ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებისა, თბილისის გამგეობების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა ქალაქის ბიუჯეტის „კეთილმოწყობის ღონისძიებების“ პროგრამაშია გათვალისწინებული. ზოგადად, ამ პროგრამის მიხედვით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) თბილისის 2013 წლის ბიუჯეტიდან ეკლესია-მონასტრებისთვის გადარიცხული ფინანსების შესახებ ინფორმაცია მოიძია. "ლიბერალი" ამ მონაცემების ვიზუალურ ასახვას გთავაზობთ.