ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/2002

სამუშაო შეხვედრა მედიასთან - რელიგიის თავისუფლება და კულტურული მრავალფეროვნება

30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული თემები მოიცავდა საქართველოში რელიგიის თავისუფლების და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხებს, მათ შორის COVID-19 პანდემიასა და წინასაარჩევნო პერიოდთან მიმართებით. 

შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ TDI-ის მიერ მომზადებულ გზამკვლევს მედიაში ხშირად გამოყენებული ტერმინების შესახებ. გზამკვლევი მოიცავს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების და მიგრანტთა საკითხების გაშუქებისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან ტერმინებს, ასევე მცდარი და ეთიკური დასახელებების გარჩევისა და ინკლუზიური გაშუქებისთვის საჭირო ზოგად რეკომენდაციებს.

TDI, მედიასთან სამუშაო შეხვედრებს რელიგიის თავისუფლებასა და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობასთან დაკავშირებული ტენდენციების შესახებ  ყოველწლიურად ატარებს. 

შეხვედრა ჩატარდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის პროექტის “რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში” ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.