ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
იან/2325

სემინარი რელიგიის ან რწმენის თავისუფლებაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის

2023 წლის 24 იანვარს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ორგანიზებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა. 

სემინარი “რელიგიის ან რწმენის თავისუფლება ყველასთვის” ფარავდა შემდეგ თემებს: რელიგიისა ან რწმენის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები, რელიგიის ან რწმენის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური და არალეგიტიმური მიზნები, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრინციპი, რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიურობის მნიშვნელობა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და უსაფრთხოება; 

სესიებს უძღვებოდნენ დოქტორი ტიეგო ალვეს პინტო (ოქსფორდის უნივერსიტეტი და ოსლოს კოალიცია რელიგიის ან რწმენის თავისუფლებაზე), მარიამ ღავთაძე (ადამიანის უფლებების იურისტი, TDI) და  ეკატერინე ჭითანავა (TDI). 

ეუთო/ოდირის მთავარმა მრჩეველმა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში ვიქტორ კუნდრაკმა მონაწილეებს გააცნო ეუთოს საქმიანობა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და უსაფრთხოების მიმართულებით და გზამკვლევი “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და უსაფრთხოება”, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართულ ენაზეც გამოიცა. 

სემინარს მართლმსაჯულების, სამართალდამცავი, საგანამანათლებლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმმართველობის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.