ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/2301

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

31 მაისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა.

შეხვედრის თემატიკა მოიცავდა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას, თანასწორობისა და მრავალფეროვნების (რელიგიური, ეთნიკური, კულტურული) უზრუნველყოფას, მათ შორის საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროებში. შეხვედრაზე განხილული იყო როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა.

მომხსენებლები იყვნენ ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციური სამართლის იურისტი ეკა ლომთათიძე და TDI-ს სტრატეგიული სამართალწარმოების და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელი მაკო ღავთაძე.

TDI მსგავსი შეხვედრების ჩატარებას თბილისისა და რეგიონების სხვა უნივერსიტეტებშიც გეგმავს.