ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/2310

გამოფენა, ვიდეოჩვენება და დისკუსია სტუდენტებთან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში

9 ოქტომბერს TDI-მ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტთან თანაორგანიზებით გამართა გამოფენა, ვიდეოჩვენება და დისკუსია სტუდენტებისთვის.

ღონისძიებაზე ვაჩვენეთ TDI-ს მიერ შექმნილი დოკუმენტური ვიდეოები რელიგიურ, ეთნიკურ, კულტურულ მრავალფეროვნებაზე და გავმართეთ დისკუსია ახალგაზრდებთან. ასევე, გამოფენილი იყო ნამუშევრები, რომელიც განსხვავებულ მედიუმებს, ფერწერულ, გრაფიკულ და ფოტო ნამუშევრებს აერთიანებს. მათი ავტორები საქართველოს სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური თემის წარმომადგენელი ქალები არიან.

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.