ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ნოე/2315

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და TDI-ის 10 წლის იუბილე

14 ნოემბერს TDI-მ გამართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და ასევე, TDI-ის 10 წლის იუბილეს.

ღონისძიებაზე მიმოვიხილეთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა, რელიგიურ-ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტთა უფლებები საქართველოში - ძირითად ტენდენციები, საჭიროებები და გამოწვევები.

ვაჩვენეთ საერთაშორისო პარტნიორების, დიპლომატებისა და რელიგიური გაერთიანებების ლიდერების მოკლე ვიდეო მიმართვები რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მნიშვნელობის შესახებ, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.

TDI-ის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოკლედ მიმოვიხილეთ ჩვენი საქმიანობის ძირითადი შედეგები და მიღწევები.

ღონისძიებას დაესწრნენ ელჩები, დიპლომატები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის, რელიგიური და ეთნიკური სათემო ორგანიზაციების, აკადემიის წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.