ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/2309

საჯარო დისკუსია "რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში"

6 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში TDI-მ გამართა დისკუსია ,,რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში“.
პანელური დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:

ნიკოლას სენდროვიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი;

ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი და TDI-ს თანადამფუძნებელი;

მალხაზ სონღულაშვილი, თბილელი მიტროპოლიტი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.
მოდერატორი: ეკა ჭითანავა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
დისკუსია გახსნა გიგი ბრეგაძემ, UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის გუნდის ლიდერმა.

მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებულ სისტემურ პრობლემებზე, რელიგიის სახელით ანტიდასავლური, კრემლისტური პროპაგანდის მთავარ ნარატივებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე და გამოწვევებთან გამკლავების სამომავლო გზებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.