მოწვევა სასწავლო სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობის მისაღებად
“რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის”
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის კურსი
2024 წლის 7 მაისი - 15 ივნისი
TDI აცხადებს საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსის “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის” მონაწილეების მეორე ნაკადის მიღებას.
კურსის შესახებ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო.
კურსის ზოგადი აღწერა
რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა ის ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. ამ უფლების დაცვა აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის, სადაც ყველას აზრსა და რწმენას პატივს სცემენ.
კურსი შედგება ხუთი ონლაინ მოდულისა და ორდღიანი დასკვნითი სემინარისგან, რომელიც ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში. კურსის განმავლობაში განვიხილავთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების თეორიულ საფუძვლებს, საერთაშორისო სტანდარატებს, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპსა და მოდელებს, საქართველოს ისტორიულ კონტექსტს და რელიგიური მრავალფეროვნების ისტორიას, კანონმდებლობას, სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკას, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართებას სხვა უფლებებთან, ტოლერანტობის მაგალითებს სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციაში.
სემინარებს გაუძღვებიან TDI-ს, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი ექსპერტები.
კურსი მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის მიერ და მისი გავლა უფასოა მონაწილეებისთვის.
კურსი ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში, ასევე რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
კურსის ამოცანებია:
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, ადამიანის ფუნდამენტური უფლების მნიშვნელობის, ასევე მისი წვლილის გააზრება თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაში;
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის როლის გააზრება მდგრადი და სტაბილური დემოკრატიის განვითარებისთვის;
რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული თეორიული საფუძვლების, კონცეფციების, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და გაცნობა;
საქართველოსა და მის მიღმა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შეზღუდვების განხილვა;
ინტერსექციური ანალიზი, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან ასოცირებული მცდარი წარმოდგენებისა და მისი სხვა უფლებებთან ურთიერთმიმართების განხილვა;
მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღდუვისას ადგილობრივი და საერთაშორისო ადვოკატირების მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით;
სხვადასხვა დაინტერესებული პირისა და აქტორის როლის გამოკვეთა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვისა და ადვოკატირების პროცესში;
მონაწილეთა მოტივირება, რომ მომავალში გააგრძელონ მუშაობა და თანამშრომლობა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მიმართულებით;
ვის შეუძლია კურსის გავლა?
საჯარო მოხელეებს და საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, მასწავლებლებს, სოციალურ მუშაკებს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო, რელიგიური, სათემო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.
მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება აპლიკანტთა მოტივაცია, მათი ორგანიზაციული, პროფესიული, აკადემიური ინტერესი, გამოცდილება, და სამომავლო მიზნები.
შერჩევისას ასევე ყურადღება მიექცევა გენდერულ, პროფესიულ და გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას.
კურსში მონაწილეობისთვის TDI მოიწვევს სულ 40-მდე აპლიკანტს, რომელთა შერჩევა მოხდება გამოგზავნილი განაცხადებების საფუძველზე.
კურსის გრაფიკი და მონაწილეობის პირობები
კურსის მოდული შედგება ხუთი ყოველკვირეული ონლაინ და დასკვნითი ორდღიანი სემინარისგან (ფიზიკურ სივრცეში).
ხუთი სემინარი ჩატარდება ხუთი კვირის განმავლობაში, 2024 წლის 7 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, ხოლო დასკვნითი სემინარები 11-13 ივნისს და 13-15 ივნისს.
სემინარები ჩატარდება ორი პარალელური ჯგუფისთვის (თითო ჯგუფში იქნება ოც-ოცი მონაწილე)
პირველი მოდული (ჯგუფი 1 და ჯგუფი 2) - 7 -8 მაისი, 11.00 -13.00 სთ
მეორე მოდული (ჯგუფი 1 და ჯგუფი 2) - 14-15 მაისი, 11.00 -13.00 სთ
მესამე მოდული (ჯგუფი 1 და ჯგუფი 2) - 21-22 მაისი, 11.00 -13.00 სთ
მეოთხე მოდული (ჯგუფი 1 და ჯგუფი 2) - 28 -29 მაისი, 11.00 -13.00 სთ
მეხუთე მოდული (ჯგუფი 1 და ჯგუფი 2) - 4-5 ივნისი, 11.00 -13.00 სთ
სემინარი თბილისს გარეთ: პირველი ჯგუფი - 11-13 ივნისი; მეორე ჯგუფი - 13-15 ივნისი
კურსის მოდულების შინაარსობრივ აღწერას შეგიძლიათ გაეცნოთ ონლაინ ბმულზე.
* საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობისას, როგორც ონლაინ სემინარებზე, ასევე ფიზიკურ სივრცეში, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
* დასკვნით სემინარისთვის, რომელიც ჩატარდება თბილისს გარეთ, ფიზიკურ სივრცეში, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება.
მნიშვნელოვანი პირობა: სავალდებულოა ხუთი ონლაინ სემინარიდან მინიმუმ ოთხზე დასწრება, და ასევე მონაწილეობა დასკვნით სემინარში.
როგორ გამოვაგზავნოთ განაცხადი?
ყველა აპლიკანტმა უნდა შეავსოს და გამოაგზავნოს განაცხადის მოკლე ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ ბმულზე.
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მარტი
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: