სიახლეები

აპრ/2411
შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
11 აპრილს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლებმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, შეხვედრა გამართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ თბილისის ახალგაზრდულ ცენტრთან. შეხვედრას ესწრებოდა 50-მდე ახალგაზრდა, მათ შორის იყვნენ 1+4 პროგრამის მონაწილეები და ბაკალავრის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.
შეხვედრაზე TDI-ის წარმომადგენლებმა დამსწრეებთან ერთად განიხილეს რელიგიის და რწმენის თავისუფლების, აგრეთვე საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროებში თანასწორობისა და რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფის საკითხები, - როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა.